პოლიტიკა
ქართულ დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ნატოს შტაბ-ბინაში ასევე გამართავს შეხვედრებს ალიანსის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებთან.