უცხოეთი
ორენოვანი - სომხური და ქართული სწავლების პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორი წლის წინ დანერგა. ოფიციალურად ინიციატივა განპირობებული იყო იმით, რომ ქვეყნის ნაციონალური უმცირესობა სახელმწიფო ენას უნდა ფლობდეს, ამისათვის კი აუცილებელია სკოლებში ქართული ენის სწავლების გაღრმავება. ივარაუდებოდა, რომ სომხურენოვანი საგნების - ენისა და ლიტერატურის გამოკლებით, ყველა დანარჩენი საგანი მოსწავლეებს ქართულ ენაზე უნდა გაევლოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიზანი იყო ის, რომ დროთა განმავლობაში ჯავახკის სომხური სკოლები თანდათან ქართულენოვნად ქცეულიყო.
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ჯავახკის სკოლებში ბილინგვური სწავლების პროგრამა, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევასა და სახსრებს ახმარს ჯავახკის სკოლებისათვის შესაბამისი ორენოვანი ლიტერატურით მომარაგების უზრუნველყოფას.