უცხოეთი
რუსეთმა, ბელარუსმა და ყაზახეთმა მაისში ხელი მოაწერეს, სექტემბერში კი 2015 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს. ოქტომბრის დასაწყისში ხელი მოეწერა მასთან სომხეთის მიერთებას. ამასთან, სომხეთი ინტეგრაციული დაჯგუფების დანარჩენ წევრებთან საქართველოს ტერიტორიით არის გამიჯნული.
მინასიანის თქმით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან სომხეთის მიერთების შეთანხმებაში მითითებულია, რომ სომხეთსა და ევრაზიის კავშირის სხვა ქვეყნებს შორის არ იარსებებს საბაჟო საზღვრები, ანუ სომხეთის მიერ პროტოკოლირებული საქონელი ევრაზიის კავშირში რაიმე საბაჟო შემოწმების გარეშე შევა და - პირიქით.
„შეივსება მხოლოდ ერთი დოკუმენტი - სატრანზიტო დეკლარაცია, რომელიც არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადასატანად, რაც არ შეიცავს საბაჟო შედეგებს ჩვენი მეურნე სუბიექტებისათვის“, - განაცხადა მან.