უცხოეთი
კარასინი: სირთულეების მიუხედავად, რფ-საქართველოს დიალოგი გრძელდება

1-Karasi-zar-1საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. სტატს-მდივანი, რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ხუთშაბათს პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შედეგს იმაში ხედავს, რომ „რუსეთ-საქართველოსა დიალოგი ვითარდება“.

მიუხედავად გარედან მოტანილი და ზოგჯერ წარმოქმნილი სირთულეებისა, რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ერთობლივი ძალისხმევა გრძელდება, - განუცხადა კარასინმა რია ნოვოსტის, - ეს მთლიანად პასუხობს რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს“.

კარასინის თქმით, „შეხვედრის დიდი ნაწილი დაიკავა ქართველი პარტნიორების მიერ წამოჭრილმა საკითხმა ამ დღეებში გამოქვეყნებულ რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების პროექტთან დაკავშრებით, რომელმაც, რატომღაც დიდი ნერვიულობა გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ წრეებში“.

ამიტომ ჩვენ მოგვიწია, საკმაოდ დეტალურად გვემსჯელა რუსეთსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ხასიათზე“, - აღნიშნა რფ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.