სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

1-Sled-samart-2საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს I განყოფილების, ისანი-სამგორის სამმართველოს და რუსთავის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გიორგი . დააკავეს.

დაკავებულმა 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მახლობლად მდებარე მინდორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ზურა -, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მამამისის კუთვნილი ავტომობილით სოფელ ფონიჭალაში წაიღო და გიგანტის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ გაუქმებულ არხში დააგდო.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გიორგი შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.