სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“: „სასამართლომ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით, ყალბი სერტიფიკატების არსებობა დაადასტურა“

1-SaSkin-sam-1საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი მარიკა არევაძის განმარტებით, თბილისის №1 სამედიცინო სასწავლებელი 2008–2009 წლებში კურსდამთავრებულებისთვის ყალბ სერტიფიკატებს დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გასცემდა.

ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როდესაც სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა ნინო ქუმსიაშვილმა, რომელსაც დამსაქმებელთან პრობლემები შეექმნა, 2013 წლის აპრილში მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და მოითხოვა სერთიფიკატის ნამდვილობის დადასტურება. მოსარჩელეს ნამდვილობის დადასტურებაზე უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ 2008-2009 წლებში, სასწავლებელს არ გააჩნდა სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. სამინისტრო არაოფიციალურად აღიარებდა დაშვებულ შეცდომას, თუმცა ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია, თუ რამდენად კანონიერი იყო მინისტრი დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გაცემული სერტიფიკატები იმ სასწავლებლის კურსდამთავრებულებისთვის, რომელსაც, საქმიანობის ლიცენზია თავად სამინისტროს მხრიდან ჰქონდა შეჩერებული.

სასამართლომ საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ სასარჩელო მოთხოვნები კანინიერად სცნო. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ნინო ონიანი, ხოლო მოსარჩელის მხარის ინტერესებს, ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ადვოკატი მარიკა არევაძე წარმოადგენდა.