საზოგადოება
დავით უსუფაშვილი “International New York Times”-ში გამოქვეყნებულ წერილზე: “მე არაფერი გადამიხდია“

1-UsupaS-sazog-3საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მან წერილი დაწერა და agenda.ge -ს გამოქვეყნება სთხოვა.
ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, რომ "ნიუ იორკ თაიმსში" დაიბეჭდა. რომელი პრესა დაინტერესდებოდა, მე არ ვიცოდი, "ნიუ იორკ თაიმსს" ეცოდინება, თუ ვინმემ რამე გადაიხადა. მე არაფერი გადამიხდია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯომარემ მისი წერილის შინაარსზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.

"პასუხს ვაგებ იქ დაწერილ ყველა სიტყვაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაეგო, რომ ტყუილია, რაც ვრცელდებოდა და ისი ტირაჟირებაც ჯერ კიდევ ხდება, რომ პირადად მე ან ბიძინა ივანიშვილი, ან ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრი რუსეთიდანაა მართული, ამის შესახებ ჭორებს ბოლო უნდა მოეღოს. ეს იყო სტატიის მიზანი და ამოცანა და არ მგონია, ამის შემდეგ ვინმე ჭკუათმყოფელმა ეს სიცრუე კიდევ დაიჯეროს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით “International New York Times”-ში დავით უსუფაშვილის წერილი სარეკლამო სტატიად გამოქვეყნდა და ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.