ირაკლი ალასანია: “ჩვენ დავიწყებთ ძალიან აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას!"
საქართველო, 20 ოქტომბერი,
საქინფორმი. ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა
ირაკლი ალასანიამ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა და პრემიერ-მინისტრის მიერ უწყებებისთვის მიცემული დავალებები, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით, ღონისძიებების გეგმა შეიმუშავონ.
„უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის გაფართოებულ სხდომაზე განვიხილეთ აფხაზეთში ანექსიის დაწყებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ჩვენი ხედვები მივაწოდეთ პრემიერ-მინისტრს და პრემიერმაც ამის შესაბამისად დაავალა უსაფრთხოების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ორშაბათამდე მოამზადოს გაწერილი პოლიტიკური გეგმა საგარეო აქტიურობების შესახებ – თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ ანექსიის ამ პროცესს ყველა სახელმწიფო უწყება. ამის შემდეგ დაიწყება უკვე ძალიან აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და განმარტა, რომ აგრესიულში გულისხმობს აქტიურობას.