სამართალი
დაკავებული მოქალაქეს ყალბი სამხედრო ბილეთის დამზადებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მობილიზაციისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის სახით გადასაცემად 1200 აშშ დოლარი მოსთხოვა. რამიზ გ. მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 700 აშშ დოლარის ოდენობით, ფოტოსურათებთან ერთად მოქალაქეს წინასწარ გამოართვა.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რამიზ გ. რამდენიმე დღის შემდეგ ბრალდებულის სახით იმ დროს დააკავეს, როცა მან მოქალაქისგან აიღო დარჩენილი 500 აშშ დოლარი და ყალბი სამხედრო ბილეთი გადასცა. სამართალდამცველებმა ყალბი სამხედრო ბილეთი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.