შსს-მ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველო, 17 ოქტომბერი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი
დავით ლ. და
გიორგი ე.
წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ჯგუფურად გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დაკავებულებმა 14 ოქტომბერს, ღამის საათებში, თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის კარი შეამტვრიეს და შესაწირის ყუთი გატეხეს, საიდანაც ფული მიითვისეს. მათ ასევე ჯვრები, ხატები და საეკლესიო სხვადასხვა ნივთი გაიტაცეს. სამართალდამცველებმა დავით ლ. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პატარა ხატები, გიშრით გაწყობილი ოქროს ჯვარი, ფსალმუნები, ორი კრიალოსანი, ძეწკვები და ბეჭედი, ხოლო გიორგი ე-ს ბინის ჩხრეკისას საეკლესიო სამაჯური და ბეჭდები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს