იმერეთის რეგიონში გაცემული პრემიები: ქუთაისის მერია-1 870 045 ლარი, საჩხერის გამგეობა- 599 480 ლარი, ჭიათურის გამგეობა-197 570 ლარი
საქართველო, 17 ოქტომბერი,
საქინფორმი. IDFI -ის ინფორმაციით 2013 წელს, სხვა რეგიონების მსგავსად, პრემიები აქტიურად გაიცემოდა იმერეთის რეგიონშიც. მაგალითისთვის: ქუთაისის მერიაში პრემიის სახით სულ გაიცა
1 870 045 ლარი; საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში-
599 480 ლარი; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში-
197 570 ლარი, ხოლო საკრებულოში -
94 080 ლარი; ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში -
78 390 ლარი.
2014 წლის მარტის მონაცემებით ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს სარგებლობაში სულ 9 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. მათი ნარჩენი ღირებულება შეადგენს ჯამში 126 764.12 ლარს. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ყველაზე ძვირადღირებულია 2012 წელს 42 859 ლარად შესყიდული ავტომობილი "Toyota Hilux"-ი. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 11 ავტომობილი, საერთო ნარჩენი ღირებულებით - 159 916.2 ლარი.