აქტუალური
თავდაცვის მინისტრი კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

1-Konrad-aqtual-3საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დირექტორები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.

საერთაშორისო ფონდის ექსპერტებმა ყირიმის კრიზისის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფონდის სამომავლო საქმიანობის მიმართულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღეს. შეხვედრაზე უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად წარმოქმნილი რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსა და თავდაცვის სფეროში გერმანია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.