აქტუალური
წიგნი „ევროპა 2.0: ვინ, რატომ და საით?” 2014 წლის სექტემბერში გამოიცა
1-Kniga-aqtual-2საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. გამოცემის ტექსტი და ილუსტრაცია შეიცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპეის კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოების ცერემონიის ამსახველ დოკუმენტურ მასალას. წიგნში შესულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის ტექსტი, სადაც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჯილდოს მიღება მიულოცა და შესაბამისი ფოტომასალა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპეის კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიის ქალაქ აახენში 2014 წლის მაისში გაიმართა.