უცხოეთი
„თუ „ისლამურ სახელმწიფოს“ არავინ შეაჩერებს, საბოლოოდ, ის საქართველოზე მიიტანს იერიშს“

1-Pia-zar-3საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზას შეფასებით, საქართველოს შეუძლია და უნდა დაეხმაროს საერთაშორისო საზოგადოებას "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაში.
პირWელთან“ საუბრისას ბრაიზა აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, ყველა ჩვენგანი იქნება უსაფრთხოდ და თუ საქართველო და მისი საერთაშორისო მოკავშირეები ვერ დაამარცხებენ ისლამურ სახელმწიფოს“, მაშინ იგი იმუშავებს თავისი სახალიფოს გლობალურ გაფართოებაზე, რაც, შესაბამისად, საქართველოს შეეხება.

ჩემთვის ეს მოხსენება ჟღერს, როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმე - არაოფიციალურად იკვლევს რა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ პოტენციურ მიმართულებას, რომელიც აშშ-სთან ერთად, ერაყსა და ავღანეთში გაწეულ ხანგრძლივ ერთობლივ სამხედრო ძალისხმევებს სრულად შეესაბამება და უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს. როგორც ჩანს, ამ უახლესი შემოთავაზების ზოგიერთი დეტალი მაინც უნდა დაიხვეწოს უშუალოდ, საქართველოს მთავრობის მიერ და ალბათ, აშშ-სთან თანამშრომლობით, რაც არ არის გასაკვირი. ამგვარი ძალისხმევის გაწევა ხაზს უსვამს, რომ საქართველო მართლაც უფრო მაღალ დონეზე მუშაობს ნატო- უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვიდრე ნატო- ბევრი წევრი სახელმწიფო. უფრო მეტიც, საქართველოს ეროვნული კონსენსუსი ასეთი თანამშრომლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მყარი რჩება, განსაკუთრებით, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობის ქვეშ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერაყსა და სირიაშიისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ ბრძოლასა და დამარცხებაში დახმარების გაწევით მიღებული სარგებელი რისკებს გადაწონის. თუისლამურ სახელმწიფოსარავინ შეაჩერებს, საბოლოოდ, ის საქართველოზე მიიტანს იერიშს, მიუხედავად იმისა, საქართველო დაეხმარება თუ არაისლამური სახელმწიფოსისლამისტ ოპონენტებს საწვრთნელი ბაზით. მარტივად რომ ვთქვათ, ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და ყველა ცივილიზებული ქვეყანა მზად უნდა იყოს, გააკეთოს, რაც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. არ ვწინასწარმეტყველებ, რომ ისლამური სახელმწიფო თავს დაესხმება საქართველოს. მე ორ სხვა რამეს ვგულისხმობ: საქართველოს შეუძლია და უნდა დაეხმაროს საერთაშორისო საზოგადოებას ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში. ამ შემთხვევაში, ყველა ჩვენგანი იქნება უსაფრთხოდ; თუ საქართველო და მისი საერთაშორისო მოკავშირეები ვერ დაამარცხებენ ისლამურ სახელმწიფოს, მაშინ იგი იმუშავებს თავისი სახალიფოს გლობალურ გაფართოებაზე, რაც, შესაბამისად, საქართველოს შეეხება. ასე რომ, არჩევანი ნათელია: ერთობლივი მუშაობა გამარჯვებისთვის, ან კოლექტიური პასუხისმგებლობის უგულვებელყოფა და დამარცხება“,-განაცხადა ბრაიზამ.

ნინო ცაბოლოვი