უცხოეთი
საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ტონი ებოტის სიტყვები რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მის საუბართან მიმართებაში აღქმული იქნა „უკეთეს შემთხვევაში იუმორისტული კუთხით“, საელჩოში კი ამ დროისათვის ავსტრალიის მოქალაქეების წერილები მიდის, რომლებიც ბოდიშს იხდიან თავისი პრემიერის სიტყვების გამო, - განუცხადა "რია ნოვოსტის" რუსეთის საელჩოს მეორე მდივანმა ალექსანდრე ოდოევსკიმ.
უწინ ტონი ებოტმა, G20-ის სამიტზე პრეზიდენტ პუტინთან მოსალოდნელ დიალოგზე საუბრისას, რომელიც უკრაინაში მალაიზიური ბოინგის კატასტროფას უკავშირდებოდა, გამოიყენა ტერმინი, რომელიც ავტრალიურ ფეხბურთში უხეშ ხერხს აღწერს. სპორტული ტერმინი Shirtfront, რომელიც პრემიერმა გამოიყენა, ნიშნავს ხერხს, როცა ერთი მოთამაშე მეორეს წააქცევს, რათა ბურთს დაეუფლოს.