სამართალი
საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. თავისუფალი თაობის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის ოფისთან, ცოცხებით და ტრანსპარანტებით, გუშინ დღის პირველ ნახევარში მივიდნენ (ვიდეო იხ. აქ).
შეკრებილები ოპოზიციას კრიმინალებს უწოდებდნენ და პარტიის წევრთა გასამართლებას მოითხოვდნენ. "ნაცებო, ნუ იტაცებთ ხალხს", "კრიმინალს + ძალადობა = ნაცებს", "არ გამოგივათ რევანში!"- ისმოდა ოპოზიციის მისამართით „თავისუფალი თაობის“ შეძახილები.
აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან მიიტანეს სამგლოვიარო თაიგულიც იმის ნიშნად, რომ ეს პარტია „გარდაიცვალა“. აქციაზე ისმოდა შეძახილებიც - “მკვლელებო!” “ქათმებო!”
"ნაციონალური მოძრაობის" შენობის ეზოში გამოსულმა „თავისუფალი ზონისა“ და პარტიის წევრებმა პროტესტს საქართველოს ჰიმნითა და „მიშა მაგარიათი“ უპასუხეს.