საზოგადოება
საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამხედრო კონტინგენტი გამოჰყავს

1-ALASANIA-sazog-2საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით, ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას ტოვებენ. ოფიციალურ ვერსიად როტაციის ვადის ამოწურვა სახელდება.

ერთი ასეული მონაწილეობას იღებდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში. აღნიშნული მისია დეკემბრის თვეში იწურება და შემდეგი როტაცია დაგეგმილი არ არის“,- განაცხადა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ქართველი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის დატოვების მიზეზი ებოლას ვირუსია, არ ადასტურებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საბედნიეროდ, ცენტრალურ აფრიკაში ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა ებოლას არც ერთი შემთხვევა. ჩვენ გვაქვს სპეციალური გეგმა ჩვენი ჯარისკავების ევაკუაციის და მსგავს შემთხვევაში სტანდარტული პროცედურები ჩაერთვება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ მოგვიწევს“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.