უცხოეთი
ხაჯიმბა: „რუსეთთან ახალი შეთანხმება აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციაში დაგვეხმარება“

1-xajimba-zar-3საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთთთან ახალი ყოვლისმომცველი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ გააძლიერებს მოსკოვთან ალიანსს და აფხაზეთის არმიის მოდერნიზებაში დაგვეხმარება, - განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ რეგიონის შეიარაღებული ძალების 22 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძებაზე.

ჩვენთვის აუცილებელია განვამტკიცოთ და სრულვყოთ სამხედრო კავშირი რუსეთთან. ამისკენაა მიმართული ახალი შეთანხმებაც, რომლის ხელმოწერასაც წლის ბოლომდე ვვარაუდობთ. ის საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ჩვენი არმიის მასშტაბური მოდერნიზაცია, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და მომზადება, არსებითად ავამაღლოთ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება და უსაფრთხოება“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ამაღლება ახალგაზრდობის თვალში და სამხედრო-პატრიოტული აღზრდის გაძლიერება.