უცხოეთი
უმაღლეს რადასთან შეტაკებების შემდეგ ათობით ადამიანი დააკავეს

1-rada-zar-2საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ურაინის უმაღლესი რადის კედლებთან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და მილიციას შორის შეტაკებების მიმდინარეობისას რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება უკრაინის შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

14 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესი რადის კედლებთან ჩატარდა მასობრივი ღონისძიებები: სამართალდამცველებმა სამართალდარღვევების ჩადენაში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს“, - ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ცნობაში.

ამავე დროს, უკრაინის შსს-ს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო თავის ფეისბუქ-გვერდზე იტყობინება 50 დაკავებულის შესახებ. მისი თქმით, დაკავებები აქამდე გრძელდება:

უმაღლეს რადასთან შეტაკებები ეს წუთია დასრულდა. მილიციამ ძალა გამოიყენა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. პროვოკატორების უკანონო ქმედებებისგან დაზარალდა მილიციის 15 თანამშრომელი. მათ გატეხილი აქვთ თავები, მოტეხილი აქვთ ხელები და ამოგდებული აქვთ სახსრები“.

გერაშენკოს თქმით, სამართალდამრღვევები „ისროდნენ ქვებს, ამსხვრევდნენ შუშებს, თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს და ეს ყველაფერი ვიდეოზეა დაფიქსირებული“.

პროვოკაციების შემსრულებელთა და ორგანიზატორთა დაკავებები მანამდე გაგრძელდება, სანამ თითოეული მათგანი კანონის წინაშე პასუხს არ აგებს იმისათვის, რაც ჩაიდინა. უმაღლესი რადის მუშაობის ჩაშლის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო! ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა გრძელდება!“- განაცხადა მან.