უცხოეთი
პუტინი: „ნაციზმის „ვაქცინა“ ევროპაში ძალას კარგავს

1-nacizm-zar-1საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერიოზულად შეშფოთებულია ევროპაში, კერძოდ, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში, ნეონაციზმის გამოვლინებებით და მოუწოდებს, არ დაუშვან მეორე მსოფლიო ომის შედეგების რევიზია და ნაციზმის ჰეროიზაცია.

სამწუხაროდ, ნიურნბერგის ტრიბუნალზე შემუშავებული ნაცისტური ვირუსის „ვაქცინა“ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ძალას კარგავს. ამის ნათელი დასტურია - ნეონაციზმის აშკარა გამოვლინებები, რაც უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა ლატვიაში და ბალტიისპირეთის სხვა რესპუბლიკებში. განსაკუთრებულ შეშფოთებას ამ კუთხით იწვევს სიტუაცია უკრაინაში, სადაც თებერვალში ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომლის მამოძრავებელი ძალებიც ნაციონალისტები და სხვა რადიკალური დაჯგუფებები იყვნენ“, - განაცხადა პუტინმა სერბეთის გაზეთ „პოლიტიკასთან“ ინტერვიუში ბელგრადში ვიზიტის წინ.

რუსეთის პრეზიდენტი ბელგრადს 16 ოქტომბერს ეწვევა, სადაც გერმანელ-ფაშისტ დამპყრობელთაგან სერბეთის დედაქალაქის გათავისუფლების 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება და მოლაპარაკებებს გამართავს სერბეთის პრეზიდენტსა და პრემიერთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

დღეს ჩვენი საერთო ვალია - წინ აღვუდგეთ ნაციზმის ჰეროიზაციას. მტკიცედ შევეწინააღმდეგოთ მეორე მსოფლიო ომის შედეგების რევიზიის მცდელობებს. თანმიმდევრულად ვებრძოლოთ რასიზმის, ქსენოფობიის, აგრესიული ნაციონალიზმისა და შოვინიზმის ნებისმიერ ფორმასა და გამოვლინებას“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.