აქტუალური
საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. შვედეთის სამეფოს საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს ჰუმანიტარულ განაღმვაში მაღალი დონის წვრთნას ჩაუტარებენ.
ინციდენტებზე რეაგირების მართვის სამკვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. ტრენინგის ფარგლებში, საინჟინრო ბრიგადის 12 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა ქვეყნის ჭურვებისა და ნაღმების სახეობებს, ასევე, მათი განადგურების მეთოდებს შეისწავლის.