საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად მხატვარი გია გუგუშვილი აირჩიეს
1-gugushvili-sazog-3საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. არჩევნების შედეგებს სტუდეტთა ნაწილი აპროიტესტებს. ისინი სამხატვრო აკადემიასთან არიან შეკრებილები და აკადემიის დებულების იმ ნაწილს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც რექტორი აკრედიტებულ სასწავლებელში აქტიური პროფესორი უნდა იყოს. მათივე თქმით, არჩევნებში მონაწილედ რეგისტრაციის უფლება მხოლოდ 2 კანდიდატს - გია გუგუშვილსა და ნანა იაშვილს მისცეს, რაც უკანონობაა. კიდევ ერთ მსურველს, გია ეძგვერაძეს, რომელსაც მხარს სტუდენტები უჭერენ - არჩევნებში მონაწილეობაზე უარი აკადემიის დებულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ეთქვა. დებულების მიხედვით, რექტორობის კანდიდატი აუცილებლად დარგობრივი პროფესორი უნდა იყოს. ეძგვერაძე აღნიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და სასამართლოში არჩევნების შედეგის გაბათილების მოთხოვნით სარჩელი უკვე შეტანილი აქვს.