უცხოეთი
ვაშინგტონში კვირას დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური სესიის ოფიციალური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ასევე გაიმართა G20 ქვეყნების ფინანსური უწყებების მინისტრების სხდომა. რუსეთისთვის მთავარი შედეგი - მისი თანამშრომლობა G20-თან, სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან, ორმხრივი საგარეო პოლიტიკური პრობლემების გამო აშშ-თან, იაპონიასთან, ევროკავშირსა და კანადასთან, არ შეწყდება, თუმცა ინიციატივების განვითარება, რომელთა რეალიზაციაშიც რფ დაინტერესებული იყო ბოლო წლებში, მას ახლა დამოუკიდებლად მოუწევს.
სესიაზე რუსეთი წარმოდგენილი იყო ფინანსთა სამინისტროსა (მინისტრი ანტონ სილუანოვი) და ცენტრალური ბანკის (ელვირა ნაბიულინა და მისი პირველი მოადგილე ქსენია იუდაევა) ხელმძღვანელობებით. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რუსეთმა არ დაადასტურა და არც უარყო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჩასვლა G20-ის ნოემბრის სამიტზე ბრისბენში.