უცხოეთი
ცარევი ცხინვალში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩავიდა

1Carev-zar-2საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ნოვოროსიის პარლამენტის თავმჯდომარე ოლეგ ცარევი ორშაბათს სამხრეთ ოსეთს ესტუმრა თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, - იტყობინება „რია ნოვოსტი“ პრეზიდენტისა და მთავრობის პრესსამსახურის ცნობაზე დაყრდნობით.

ორშაბათს ის ქვეყნის ხელმძღვანელობას - ლეონიდ თიბილოვსა და პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვს შეხვდება. დღის წესრიგშია თანამშრომლობისა და ურთიერთობების განვითარების საკითხები სამხრეთ ოსეთს, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

ივარაუდება, რომ ასევე განხილული იქნება ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის საკითხები ახალი რესპუბლიკებისათვის. ამ მიზნებით სამხრეთ ოსეთის ნაციონალურ ბანკში უკვე შეკრებილია სახსრები, რომლებიც მოქალაქეებმა და რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გადარიცხეს. სამხრეთ ოსეთმა აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. პრეზიდენტმა დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ახალ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს.

ცარევთან შეხვედრისას სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს პროცესებს, რომლებიც კიევში დაიწყო და სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. „სიტუაცია ძალიან ჰგავს იმას, რაც სამხრეთ ოსეთშიც მოხდა ჩვენი დასავლელი „მეგობრების“ მიერ შემუშავებული სცენარით“, - აღნიშნა მან.

ცარევმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა თიბილოვს რესპუბლიკის აღიარებისთვის.