სამართალი
ეროვნული ბანკის კუთვნილი თანხის დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

1Paul-samart-3საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ეროვნული ბანკის" კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, შპს „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპის“ დირექტორი გიორგი ქაიხოსროს ძე მაღრაძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენლია, რომ სსიპ ,,საქართველოს ეროვნულ ბანკსა“ და შპს „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპს“ შორის, რომლის დამფუძნებლები არიან ზაზა თარგამაძე, გიორგი მაღრაძე და რუბენ მილარი, გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, სამშენებლო სამუშაოების შესახებ. საწარმოს დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ დამკვეთს მიაწოდა შესრულებული სამუშაოს ყალბი აქტები, სადაც სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი. აღნიშნულით იგი თაღლითურად დაეუფლა სსიპ „ საქართველოს ეროვნული ბანკის“ კუთვნილ 1 246 821 ლარს.