სამართალი
შსს რაფალიანცის დედას შვილის მკვლელობის თავის თავზე აღებას სთხოვდა
1Barbare-samart-2საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. 10 თვის ბარბარე რაფალიანცის დედას პოლიცია, შვილის მკვლელობის თავის თავზე აღებას სთავაზობდა. ეს სკანდალური განცხადება თათია მექერიშვილმა გადაცემა "განსხვავებული აქცენტებისათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. მექერიშვილის თქმით, მას შსს გენერალურ ინსპექციაში სთხოვდნენ ეთქვა, რომ შვილი თავადვე მოკლა და სანაცვლოდ მცირე სასჯელს პირდებოდნენ. რაფალიანცის დედის სკანდალური ინტერვიუ და საქმის დღემდე უცნობი დეტალები ეკა კვესიტაძის გადაცემაში (იხ. ვიდეო აქ), 11 ოქტომბერს, რუსთავი 2“-ის ეთერში.