რელიგია
„აღვირახსნილობა, რომელიც ახასიათებს კაცობრიობას დღეს, თრგუნავს გონებას!“ - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგების დროს

1ilya-sazog-1-relig-1საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. 12 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

„ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატად და მსგავსად თვისა, ადამიანი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მუდმივად განვითარდეს მისი გონება, მისი გული, მისი სხეული. ცოდნა უნდა განავითაროს და ეს განვითარება, ეს მიღწევები სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. მაცხოვარი ამბობს: “იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს”. მაგრამ ადამიანი ვერასდროს მიაღწევს იმ სრულყოფილებას. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანის განვითარება დაუსრულებელია. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ, რა პირობები უნდა იყოს იმისთვს, რომ ადამიანი განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა თვითონ უნდა იმუშაოს თავის თავზე, თვითონ უნდა იფიქროს, რა მიიყვანს განვითარებამდე. შეიძლება რომ აღვირახსნილობამ განავითაროს ადამიანი?! აღვირახსნილობა, რომელიც ახასიათებს კაცობრიობას დღეს, თრგუნავს გონებას, ჩლუნგდება ადამიანის გონება, იღლება, დაიღალა ადამიანი ამ უწესობისგან, ცოდვისგან, მაგრამ ამისთვის ღმერთმა მოგვცა ჩვენ სინანული და აღსარება. აღსარებაზე უნდა მივიდეს ადამიანი და თავისი ცოდვები მოინანიოს”, – აღნიშნა პატრიარქმა.