გიორგი კვირიკაშვილი: „რაც უფრო მეტი გზა იქნება, მით უფრო კარგია ქვეყნისთვის“
საქართველო, 14 ოქტომბერი,
საქინფორმი. ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის შესაძლო მშენებლობის საკითხს, რომელიც დაღესტანს საქართველოსთან დააკავშირებს, ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ურიგო არ იქნება, თუ ლარსის გამშვებ პუნქტს ალტერნატივა გამოუჩნდება.
„როდესაც გვაქვს ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა, მე მგონი ურიგო არ იქნება, რომ იყოს ალტერნატივა, რომ საქონელმა იმოძრავოს რუსეთსა და საქართველოს შორის. პოლიტიკურ ჭრილში, რა თქმა უნდა, ის პრობლემები არავის არ მოუხსნია და გადაწყვეტას საჭიროებს, მაგრამ ის, რომ, დავუშვათ, ახალი გზა არსებობდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ არის უსაფრთხოების კუთხით სხვა რაიმე განსაკუთრებული, მე ვფიქრობ, რომ რაც მეტი გზა იქნება, მით უკეთესი,“-განაცხადა კვირიკაშვილმა.