უცხოეთი
საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. სასიკვდილოდ საშში ებოლას ვირუსი რუსეთში შესაძლოა 24 ოქტომბერს მოხვდეს - ამ დასკვნამდე მივიდნენ MoBs-ის ლაბორატორიის ექსპერტები, რომლებიც მთელ პლანეტაზე ვირუსთან დაკავშირებული სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებენ. იმის ალბათობა, რომ ებოლას ვირუსით პირველი დაავადებული რუსეთში უკვე 24 ოქტომბერს აღმოჩნდება, 1%-ს შეადგენს, ხოლო ერთი თვის შემდეგ ეს ალბათობა 5 %-მდე გაიზრდება. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ იუწყება ბიოლოგიური და სოციოტექნოლოგიური სისტემების მოდელირების ლაბორატორიის კვლევებზე დაყრდნობით.