აქტუალური
პროექტის ღირებულება, რომლის მშენებლობასაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, 70 მილიონი ლარია. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ გზაზე ორდონიანი გადაკვეთების მოწყობას, სადაც 5 გზაგამტარი და 3 სახიდე გადასასვლელი აშენდება.
რუისი-აგარას მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, გაუმჯობესდება საგზაო ქსელი, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე.
რუისი-აგარის დარჩენილ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება, მშენებლობა სრულად 2015 წელს დასრულდება.