უცხოეთი
რფ-ს აუცილებლად მიაჩნია უკრაინაში გაზის მიწოდების აღდგენა

1postavki-zar-2საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. გაზის სამმხრივ მოლაპარაკებებზე ბერლინში მხარეებმა განიხილეს „ზამთრის გეგმა“, რომელიც მარტის ბოლომდე პერიოდზეა გათვლილი. ის ითვალისწინებს, რომ კიევი წელს რუსული გაზის 3.1 მლრდ დოლარის დავალიანებას დაფარავს.

რუსეთი აუცილებლად მიიჩნევს უკრაინაში გაზის მიწოდების აღდგენას, რათა უზრუნველჰყოს ზამთრის ნორმალურად გადატანა; გაზთან დაკავშირებული სიტუაცია უკრაინაში ფასდება როგორც რთული, - განაცხადა რფ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან სამუშაო შეხვედრაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 26 სექტემბერს გაიმართა რუსეთი-ევროკავშირი-უკრაინის სამმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდი თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ.

„რასაკვირველია, პირველ რიგში, ეს უკრაინაში გაზის მიმდინარე მიწოდების აღდგენა და დაგროვილი დავალიანების რესტრუქტურიზაციის მექანიზმისა  და ამ დავალიანების დაფინანსების წყაროს განსაზღვრაა“, - განაცხადა ნოვაკმა.