უცხოეთი
სახელმწიფო დუმაში ნატოს ჯარების ტრანზიტის შესახებ შეთანხმების დენონსირების წინადადება წამოაყენეს

1Gosduma-zar-1საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. დასავლური სანქციების გამკაცრების პასუხად სახელმწიფო დუმაში წინადადება წამოაყენეს, გაუქმდეს ფედერალური კანონი რფ-ში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების სტატუსის შესახებ, - იუწყება „ინტერფაქსი“. წინადადება სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ კომოდოევმა წამოაყენა.

ეს რუსული კანონი ჩრდილოატლანტირკური ალიანსის ძალების სტატუსის შესახებ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩემი აზრით, უკვე დიდი ხანია დენონსირებული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ის მოქმედებს, მიუხედავად სანქციებისა, რომლებსაც დასავლეთი ამკაცრებს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კომოდოევმა.

საუბარია 2007 წლის 7 ივნისის ფედერალურ კანონზე 99-ф3 „სახელმწიფოთაშორის შეთანხმების რატიფიკაციაზე - „პატნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და სხვა სახელმწიფოებს შორის მათი ძალების სტატუსსა და დამატებითი პროტოკოლის შესახებ“ . ეს საბაზო კანონია, რომლის მიხედვითაც ნატოს შეუძლია თავისი ძალებისა და საშუალებების ტრანზიტი განახორციელოს რუსეტის ტერიტორიაზე, ხმელეთსა და ჰაერში მძიმე შეიარაღებისა და საბრძოლო ავიაციის გადასროლის ჩათვლით.