საზოგადოება
მარგველაშვილი - Forbes: „პუტინი ჩემთვის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი“

1Margv-saz-2-an-2საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან ჟურნალისთვის „Forbes-Georgia“:

პუტინი ჩემთვის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ, იმედი მაქვს, ის არის რაციონალური, რაციონალური პოლიტიკის მომხრე და ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ მომენტში შესაძლებელი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობების აგება.“

რაც შეეხება კითხვას, არსებობს თუ არა რუსეთისგან კიდევ ერთი სამხედრო აგრესიის საფრთხე, მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინიდან გამომდინარე ვხდებით ხოლმე მომსწრე იმისა, რომ სხვადასხვა ადგილას უცბად ჩნდება დაძაბულობის კერები.

(ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ ჟურნალის ოქტომბრის ნომერში)