საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ია ანთაძემ გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილის დაარსებული ორგანიზაცია „მოქალაქე“. კრიტიკა უკავშირდებოდა პროექტებს სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის

1AntaZe-sazog-1საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია მოქალაქე საჭიროდ თვლის, პასუხი გასცეს ამ უპასუხისმგებლო განცხადებას.

“ღმერთმა ,,ნაეკს (NAEC) ბევრი მისცეს, მაგრამ სამოქალაქო ჩართულობის პროექტს ცენტრალიზებული სახელმწიფო სტრუქტურა როგორ განახორციელებს? და რომ განახორციელებს, შედეგი რა იქნება? სამოქალაქო საზოგადოება ამ გზით როგორ გაძლიერდება? მერე სწყინს ძვირფას ბატონ ბიძინას, რომ ვამბობ დემოკრატიის შესახებ ცოდნის სტრუქტურა არ გააჩნია-მეთქი”, - აცხადებს ანთაძე.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადადა სტუდენტური კონკურსი -სტუდენტები თვითმმართველობისთვისორგანიზაცია მოქალაქის პროექტებია. მათ აფინანსებ და მენეჯმენტ უწევს უშუალოდ ეს ორგანიზაცი. ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა ამ სფეროში გამოცდილი სტრუქტურების ჩაბმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი სტრუქტურა საქართველოში, რომელსაც აქვს ანალოგიური პროექტების განხორციელების გამოცდილება. არსებული კანონმდებლობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს მიიღოს და შეასრულოს კერძო დაკვეთა. მიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად მივმართეთ ცენტრს.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ შემთხვევაში სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის იურიდიული ასპექტი სავსებით კანონიერი და გამჭირვალეა. პროექტების განხორციელებისათვის არამცთუ არ იხარჯება სახელმწიფო სახსრების არც ერთი თეთრი, არამედ პირიქით, სახელმწიფო ამ პროექტით სერიოზულ შემოსავალსაც კი მიიღებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“