უცხოეთი
ორშაბათს Brent და WTI აიწია, რადგან დოლარმა ვაჭრობა იანვრიდან მაქსიმალური დაწევით დაასრულა ექვს ძირითადი ვალუტის კალათასთან მიმართებაში.
სიდნეიში CMC Markets-ის მთავარი ანალიტიკოსი რიკ სნუპერის აზრით, ფასების აწევა მოკლევადიანი რეაქცია იყო დოლარის დასუსტებაზე.
„ნავთობის ბაზარზე ვარდნის ტენდენცია ნარჩუნდება. ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე საუდის არაბეთში ფასების დაწევაა, რაც უახლოეს ხანებში მოპოვების შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს“, - განაცხადა სნუპერმა.