საზოგადოება
„თალიბანმა“ „ისლამურ სახელმწიფოს“ დასავლურ ძალებთან ბრძოლაში გაერთიანება შესთავაზა

1Taliban-saz-3-an-3საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ტერორისტული ორგანიზაციები „თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“ დასავლეთის ძალების კოალიციასთან ბრძოლის მიზნით, რომლებსაც ავიაიერიშები მიაქვთ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე განთავსებული ბოევიკების პოზიციებზე, შესაძლოა გაერთიანდნენ.

ძმებო, ჩვენ ვამაყობთ თქვენი გამარჯვებებით. თქვენ გვერდით ვართ სიხარულსა და მწუხარებაში“, - ნათქვამია თალიბების წერილში, რომელიც მუსლიმანური დღესასწაულის - ყურაბან-ბაირამისადმი არის მიძღვნილი. წერილი ხელში ჩაუვარდა „როიტერსს“.

ამ მძიმე დღეებში მოგიწოდებთ მოთმინებისა და სიმტკიცისკენ, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენი მტრები ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანდნენ. გთხოვთ, უკან მოიტოვეთ თქვენი უთანხმოებები. მსოფლიოს ყველა მუსლიმანი თქვენზე დიდ იმედებს ამყარებს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, დაგეხმარებით მოჯაჰედებით და ყველა შესაძლო საშუალებით“, - აღნიშნულია გზავნილში.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, 5 არაბულ ქვეყანასთან ერთად პირველი იერიშები მიიტანეს ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე. რეიდებში მონაწილეობდნენ საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული სააამიროების, იორდანიის, ბაჰრეინისა და ყატარის სამხედრო-საჰერო ძალები.

აშშ საერთაშორისო კოალიციას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. კოალიციას უკვე შეუერთდნენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია და ბელგია. კოალიციაში შესვლის სურვილი გამოთქვეს ავსტრალიამ და კანადამ.