სამართალი
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 115 პატიმარი შეიწყალა
1Pomilovanie-samart-2საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მორიგ შეწყალების აქტს მოაწერა ხელი. 699 საქმიდან 115 დააკმაყოფილდა. სასჯელი შეუმსუბუქდა 27 პატიმარს. შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან ისეთი პირებიც, რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის იხდიდნენ, შეწყალება შეეხო ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულებსაც. შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის 7 არასრულწლოვანი და ერთი ქალია.