საზოგადოება
ნორლანდი - მარგველაშვილს: „მალე დაიგეგმება პრეზიდენტის რანგში თქვენი პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, რას უპასუხებთ ზოგიერთ სკეპტიკოსს ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო შეპყრობილია წარსულით?“

1Norland-saz-1-Mსაქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ კითხვით მიმართა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ბიზნესმენებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე.

"როდესაც დაიგეგმება პრეზიდენტის რანგში თქვენი პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, რაც ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში მოხდება, მაინტერესებს, როგორ მიიღებთ ზოგიერთი სკეპტიკოსის მოსაზრებას, რომლებიც კვლავ არიან ვაშინგტონში, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უფრო წარსულით არის შეპყრობილი, ვიდრე - მომავლით?", - მიმართა ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტს.

1Norland-saz-1-qv