ჯონ ბასი თურქეთში აშშ-ის ელჩად დაინიშნა
საქართველო, 8 ოქტომბერი,
საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში
ჯონ ბასი თურქეთში ელჩად დაინიშნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯონ ბასი თურქეთში ელჩად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა
ჯონ კერიმ წარადგინა.
ჯონ ბასმა დიპლომატიური კარიერა 1988 წელს დაიწყო, 2009-2012 წლებში ის საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო, 2004-2005 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ
დიკ ჩეინის სპეციალური მრჩეველი ევროპასა და ევრაზიაში. თურქეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასმა
როს უილსონი შეცვალა.