უცხოეთი
საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. თავად ფაქტი, რომ უკრაინა ყირიმის დაბრუნებას ითხოვს, იმაზე მეტყველებს, რომ ნატოს წევრი ის არ გახდება, - მიაჩნია The National Interest-ს.
„არა იმდენად ტერიტორიული პრეტენზიები, რამდენადაც მოსკოვთან სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე საშუალებას არ მისცემს აშშ-სა და მის მოკავშირეებს, პირველ რიგში, გერმანიას, უკრაინა ოფიციალურ წევრად მიიღონ“, - წერს გამოცემა.
ზავი უკრაინაში გრძელდება და იმისათვის, რომ სამხედრო კონფლიქტი არ განახლდეს, მნიშვნელოვანია მთლიანად შეიცვალოს რისკიანი პოლიტიკური დინამიკა აღმოსავლეთ ევროპაში, - აღნიშნავს ამერიკული ჟურნალი.