პროკურატურის განცხადება: თ.ერისთავს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
საქართველო, 8 ოქტომბერი,
საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ
თენგიზ ერისთავს 18 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა
10 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა. თენგიზ ერისთავი სამართალდამცავებმა 2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.
პროკურატურაში თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.