აქტუალური
"ქართული ოცნებoს“ ახალი აღმასრულებელი მდივანი შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსია

1Sekretar-aqtual-1საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილი აირჩიეს, რომელიც ადრე საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა და თანამდებობიდან თავისი სურვილით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ახლო ნათესაობის გამო გადადგა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე საკითხები, ასევე ის კანონპროექტები, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო უახლოეს პერიოდში განიხილავს.