საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანს შეხვდა
საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლების გააქტიურებაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
გალუსტ საჰაკიანის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში პოზიტიური მიმართულებით ვითარდება. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.