საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის გალუსტ საჰაკიანის ხელმძღვანელობით სომხეთის დელეგაცია მიიღო

Sotrudn-sazog-1საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობას. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველო-სომხეთის საპარლამენტო ჯგუფებს შორის.

როგორც გალუსტ საჰაკიანმა განაცხადა, სომხეთმა აირჩია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრება, ხოლო საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ქვეყნებს, რადგან საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გახდება ხიდი ორ სავაჭრო ზონას შორის.