პოლიტიკა
კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს:
ბატონო ირაკლი!
რატომაა, რომ აი უკვე 29-ედ, ჩვენი სახალხო სახელმწიფო საბიუჯეტო ფულით ვაგზავნით ჟენევაში იმ ადამიანებისგან შემდგარ დელეგაციას, რომლებიც არ უყვართ საქართველოში, სძულთ სოხუმში და ცხინვალში, და არ იცნობენ მოსკოვში - მაგალითად, დიმიტრი სანაკოევსა და ვახტანგ ყოლბაიას? ვის მოტყუებას ვცდილობთ მათი ფიქტიური თანამდებობებით? საკუთარი თავის ხომ არა?! იქნებ ამიტომაც, აი უკვე 29-ედ, ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ მთავრდება?