რედაქტორისგან
საქინფორმი: შეაჩერეთ მკვლელი! გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, სოროსელმა ელგუჯა ხოკრიშვილმა „წითელ წიგნში“ შეყვანილი და საქართველოში 200-მდე დარჩენილი მურა დათვის დახოცვის განკარგულება გასცა!

1Xokr-pol-2-re-Mსაქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. საიდუმლო არაა, რომ ნინო ჩხობაძის შემდეგ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა ერთობ სარფიანი - შემოსავლიანი თბილი ადგილი გახდა, სადაც ხელისუფლება თავისი მეგობრებსა და ნათესავებს ნიშნავდა. ეკოლოგიის მინისტრებიი სააკაშვილის დროს უწყინარი უსაქმურები იყვნენ, მაგალითად - მუსიკოსი გოგა ხაჩიძე, რომელიც მთელი დღეები გიტარას აჟღარუნებდა კაბინეტში და დაწერა ჰიტი „მიშა - მაგარია!“.

თუმცა, ისეთი მავნებელი, როგორიც ამჟამინდელი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილია, ისტორიას ჯერ კიდევ არ ახსოვს! თანამდებობაზე ახლახან დანიშნულმა მან თავისი საქმიანობა „წითელ წიგნში“ შეყვანილი მურა დათვების ლიკვიდაციის განკარგულებით დაიწყო ხელვაჩაურის, ყვარელისა და ქედის მუნიციპალიტეტებში! საქართველოს ეროვნული ბუნებრივი მემკვიდრეობისა და სიმდიდრის, რომელიც ჩვენს ტყეებში 200-მდე დარჩა და 40 წლამდე ცოცხლობს...

ეს იმიტომ, რომ ქარიზმით, განათლებით, მენტალიტეტითა და ოჯახით ხოკრიშვილს საქართველოსთან, ქართველებსა და ეკოლოგიასთან არაფერი აკავშირებს - გავხსნათ სამინისტროს ოფიციალური საიტი, განყოფილება „მინისტრი“, და შევიტყობთ, რომ ის მხოლოდ გერმანელი ეკონომისტი და დამსახურებელი სოროსელია, რომლის ოჯახიც გერმანიაში ცხოვრობს და რომელიც საქართველოში მივლინებით იმყოფება, ამიტომ ჩვენი მურა დათვებისთვის მიუფურთხებია!

განათლება:
2008 - ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია

2004 - ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია
2002 - ეკონომიკის ბაკალავრი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია
სამუშაო გამოცდილება:
2012 - გამგეობის თავმჯდომარე, კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი (CIESR)
2012 - ექსპერტი, ფონდი ღია საზოგადოება" (OSF)
2012 - ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
2011 - ექსპერტი, „GOPA კონსალტინგი", გერმანია
2011 - ექსპერტი, ფონდიღია საზოგადოება - საქართველო" (სოროსის ფონდის ფილიალი საქართველოში)
2010-2011 - კონსულტანტი, პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფი, ვანკუვერი, კანადა
2010-2011 - პროექტის მმართველი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
2004-2010 - პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა
2006 - ექსპერტი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტრო, ბერლინი
1999-2003 - ასისტენტ-მკვლევარი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა
პუბლიკაციები:
გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და რეგიონული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შესახებ.

აი რატომ მიუფურთხებია ხოკრიშვილს, თუ რა საშინელ პირობებში იმყოფებიან ცხოველები თბილისის ზოოპარკში! აი რატომ მიუფურთხებია მინისტრ ხოკრიშვილს საქინფორმის გაფრთხილებებისათვის, რომელიც წინასწარ აფრთხილებდა ყაზბეგის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ! ხოკრიშვილს ფიროსმანის ნახატები არ უნახავს და არ იცის, რომ ჭეშმარიტი ქართველი მუდამ მეგობრობდა დათვთან და ქეიფობდა კიდეც მასთან! როგორც ჩანს, ხოკრიშვილი დათვებში მხოლოდ რუსეთის სიმბოლოს ხედავს და ამიტომაც ებრძვის მას, როგორც გერმანიაში ასწავლეს...

საქინფორმი სთავაზობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს:
-სასწრაფოდ გააუქმოს განკარგულება დათვების ლიკვიდაციის შესახებ;
-სასწრაფოდ გადააყენოს თანამდებობიდან გაუპარსავი ხოკრიშვილი და მინისტრად მსოფლიო სახელის მქონე ერთადერთი ქართველი ეკოლოგი - ნინო ჩხობაძე დააბრუნოს;
-წარგზავნოს ხოკრიშვილი რუის-ურბნისის ეპარქიაში მეუფე იობთან, რომელიც მას ჭეშმარიტ რწმენაზე მოაქცევს და დათვებთან საერთო ენის გამონახვას ასწავლის.

1Xokr-1 1Xokr-2
1Xokr-3 1Xokr-4
1Xokr-5 1Xokr-6