უცხოეთი
გროზნოში ტერაქტის ინიციატორი „არავის წარმოადგენდა“ - კადიროვი

Kadir-zar-3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. 5 ოქტომბერს გროზნოში საკონცერტო დარბაზთან აფეთქების მომწყობი ადგილობრივი მცხოვრები აპტი მუდაროვი „არავის წარმოადგენს“, - განაცხადა Instagram-ის საკუთარ გვერდზე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა.
ეს ნაძირალა არავის წარმოადგენს. რესპუბლიკაში მშვიდობა, სტაბილურობა სუფევს. ჩვენ იმედით შევყურებთ ხვალინდელ დღეს. ტერორისტებსა და ვაჰაბიტებს კი მხოლოდ ძალის ენა ესმით. ისინი განადგურებას ექვემდებარებიან, სადაც კი არ უნდა სცადონ თავის წამოყოფა. ჩვენ მათ შევებრძოლებით ჩეჩნეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც, რადგან ამ მიწაზე ცხოვრების უფლება არ აქვთ“,- განაცხადა კადიროვმა.

გროზნოში აღკვეთილია დიდი ტერაქტი. დაიღუპა 5 პოლიციელი.

ამ აფეთქების ყველა მონაწილე ნაპოვნი და განადგურებული იქნება“, - ციტირებს ჩეჩნეთის პრეზიდენტის სიტყვებს რია ნოვოსტი.