პოლიტიკა
გურამ ფირცხალავა: „მიშა და კომპანია“ სამშობლოს გვართმევს!

fircxalavaსაქინფორმის კორესპონდენტი ’’სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ აქციას ესწრებოდა, რომელიც „ბუკიას ბაღთან“ გაიმართა. შეკრებაზე საზოგადოებას გააცნეს 25 ნომებრისთვის დაგეგმილი დიდი სახალხო კრების მომქედების გეგემა. ჩვენი კორესპოდენტი ესაუბრა ცნობილ მსახიობს - გურამ ფირცხალავას, მას ’’სახალხო კრების’’ არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია. გურამ ფირცხალავა: - ხალხში რწმენა და იმედი ბრუნდება. გულგატეხილობა და უიმედობა წარსულს ჩაბარდა. ტერორი და შიში, რომლითაც არსებული რეჟიმი სულდგმულობს გაუფერულდა. ყველამ შეიგნო, რომ ესენი არც ისეთი მაგრები არიან, როგორიც ჩანან.
- როგორ ფიქრობთ, ხალხს დარბევის არ ეშინია? ყველას კარგად ახსოვს 7 ნომებერი...
– ზონდერებისა და ვანოს ბიჭების თვითონ მიშას ეშინოდეს! მე ხალხში შიში არ შემიმჩნევია. აღარ გვაქვს შიშის დრო, „მიშა და კომპანია“ სამშობლოს გვართმევს. ქართულს ინგლისურით ცვლიან, ტრადიციას, წესს, ადათს გვართმევენ. ნახევარი საქართველო ციხეში ზის, ჩვენი თანამოძმეების უდიდესი ნაწილი ქვეყნიდან გადახვეწილია. სიცრუის ჭაობში ჩაგვძირეს, ლაბორატორიად გადაგვაქციეს, სადაც ჩვენზე ცდებს ატარებენ. ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია. ვთხოვ ყველას, გვერდზე გადადოს ამბიციები, პირადი ინტერესები და მობრძანდეს 25 ნოემბერს, 3 საათზე, სახალხო კრებაზე. ერთად გავუშვათ ეს რეჟიმი სახლში, მან ხომ მრავალი უბედურება მოგვიტანა.