უცხოეთი
„პუტინის მეგობარმა“ იენს სტოლტენბერგმა ნატოს გენმდივნის პოსტი დაიკავა

Gensek-zar-2-anსაქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. 1 ოქტომბერს თანამდებობა დაიკავა ნატოს ახალმა გენმდივანმა - ნორვეგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა. მისი წინამორბედის, 61 წლის დანიელი ანდერს ფოგ რასმუსენის უფლებამოსილებანი 30 სექტემბერს ამოიწურა. ამა წლის 28 მარტს 55 წლის იენს სტოლტენბერგი ნატოს პირველი გენმდივანი გახდა ქვეყნიდან, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. საინტერესოა, რომ 1970-იან წლებში, მოზარდობისას, ალიანსის მომავალი ხელმძღვანელი აქტიურად გამოდიოდა ნატოში ნორვეგიის წევრობის წინააღმდეგ, ასევე ქვებს უშენდა აშშ-ის საელჩოს ოსლოში და ვიეტნამის ომს აპროტესტებდა.

არსებობს მონაცემები, რომ 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში სტოლტენბერგი საბჭოთა ჯაშუში იყო, მეტსახელად სტეკლოვი. ამ ინფორმაციამ, რომელიც 2000 წელს გაჟონა, ნორვეგიაში სკანდალი გამოიწვია. თავად პოლიტიკოსი იფიცებოდა, რომ „კონტაქტი ჰქონდა“ სხვადასხვა უცხოელ დიპლომატთან, მათ შორის, საბჭოთა საელჩოდანაც და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

ევროპაში იენს სტოლტენბერგს ბევრი ვლადიმერ პუტინის მეგობარს უწოდებს. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, - განაცხადა ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტმა, - მათ შორის, პირადიც. სტოლტენბერგი ძალიან სერიოზული და პასუხისმგებლობის მქონე კაცია. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები მისი ახალი თანამდებობის პირობებში“.