სამართალი
მძარცველებმა მოხუც ცოლ-ქმარს სასტიკად სცემეს
Grabiteli-samart-1საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ოთხი ნიღბიანი შეიარაღებული პირი, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მცხოვრები მოხუც ცოლ - ქმარის სახლში ძარცვის მიზნით ფანჯრიდან შევიდა. მძარცველებმა მუხუცებულები სასტიკად აწამეს, გაკოჭეს და პირი აუკრეს. წაღებულია 200 ლარამდე თანხა. ოჯახის დიასახლისი, 80 წლის ლარისა ოკუჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. შემთხვევის ადგილზე  ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.